воскресенье, 18 сентября 2011 г.


1.პროექტის  სახელწოდება: მზის სისტემა– პლანეტები.
2.პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეებს  შევუქმნა  წარმოდგენა  კოსმოსის  შესახებ, შეძლონ  პლანეტების  დასახელება და სხვა  ციური  სხეულებისაგან  მათი  განსხვავებული  ნიშნების   ჩამოთვლა.
3.პროექტის  აქტუალობა: ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეებში  კვლევითი  უნარ – ჩვევების   განვითარებას  და  საბუნებისმეტყველო  საგნების  მიმართ  ინტერესის  გაზრდას.
4.პროექტის  მიზნები: პროექტის  მიზანია  მოსწავლეებმა  შეძლონ ,  დაასახელონ  და  აღწერონ ზოგიერთი  კოსმოსური  სხეული  და  იმსჯელონ  მათ  შორის  განსხვავებებზე, მოდელებზე  დაკვირვების  საფუძველზე.აღწეროს  პლანეტების  მოძრაობა  მზის  სისტემაში. მოძიებული  მასალებით  მოსწავლეებმა  მოსწავლეებმა  შექმნან  კედლის  გაზეთი.
5.მოსწავლეთა  ასაკი: 8–10 წელი.
6.ვადები\ხანგრძლივობა: 1  თვე.
7.მოსალოდნელი  შედეგი\პროექტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას: ბავშვები  შექმნიან  კედლის  გაზეთს  და  დაამზადებენ   მოდელს, მათ ამით  გამოუმუშავდებათ  კვლევა – ძიების , ცხრილების  შედგენის  უნარ  – ჩვევა, ისწავლიან  ჯგუფურ  მუშაობას, ურთიერთობას, იქნებიან  უფრო  კომუნიკაბელურები, ისწავლიან   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებას.
8.პროექტისტვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: მოცემული  საკითხის  დამუშავებაში  საჭიროა  კომპიუტერი, ფორმატის  დიდი  ფურცელი , სურათები ,  საწერი  კალამი, წებო, საბავშვო  ენციკლობედია.
:9.პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები  მოიძიებენ  მასალებს  პლანეტების  შესახებ  ბიბლიოთეკისა და  ისტ–ის  მეშვეობით, შეადგენენ  ცხრილებს , სექმნიან  კედლის  გაზეთს, გააფორმებენ  და  დაამზადებენ მზის  და  პლანეტების  მოდელებს, პლანეტების  განლაგების  თანმიმდევრობებს, აღჭურვილობებს,რომელიც  გამოიყენება   კოსმოსში  სამოგზაუროდ,  ჯგუფებში  შექმნიან  მოთხრობას  სათაურით"ჩვენი  მოგზაურობა მზის  სისტემაში" მასწავლებლის  დახმარებით მოიძიებენ  პლანეტების  ლექსებს, თქმულებებს, ლეგენდებს. მოძიებულ  მასალას  გაუკეთებენ  ანალიზს.

10.საგნებთან  საგნობრივ  ჯგუფებთან კავშირი : ბუნება, ლიტერატურა, ხელოვნება.


11.პროექტის  ხელმძღვანელი:ჟ.  კუპრავა.

12.ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:Janakuprava@gmaill.com


13.პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:Jkuprava.blogspot.com